გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ყველაზე დიდი წინაღობა დრომოჭმული აზროვნებაა“ - მამა პეტრე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აგვისტო 2019

მამა პეტრე (კვარაცხელია) ამბობს, რომ ყველაზე დიდი წინაღობა დრომოჭმული აზროვნებაა. ამიტომ, ადამიანმა ყველა ხელოვნური ჯებირი თუ დაბრკოლება მშვიდად და აუღელვებლად უნდა დაამსხვრიოს.

„გარედან ნუ ეძებ სიმშვიდეს. ის შიგნით თუ არ გაქვს, ყველა მოჩვენებითი სიმშვიდე დამანგრეველია. ნურც იმას ელოდები, ვინ როდის მოგიტანს... შენში უნდა აღმოაჩინო ძალები, რომელიც ყველა ხმაურიანი სიცარიელის ატანას დაგაძლევინებს. არაფერს აქვს ფასი სულის ფსკერზე გაწოლილი სიმშვიდის გარდა... ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების უაზრო დინებას მშვიდად მიჰყვე... პირიქით, ყველა ჯანსაღი პროტესტი უფრო მეტად უნდა გამოავლინო და ყველა ხელოვნური ჯებირი თუ დაბრკოლება მშვიდად, აუღელვებლად დაამსხვრიო. ხშირად ყველაზე დიდი წინაღობა ადამიანების დრომოჭმული აზროვნებაა. სწორედ მათი აზროვნების ნგრევიდან უნდა დაიწყო სინათლის და სხივების გამრავლება... მერე დადგება ნამდვილი განთიადი!“ - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია