შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აგვისტოს ომზე “იმედზე” გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელნი არიან მოღალატეები" - წილოსანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აგვისტო 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, ტვ "იმედის" ეთერში, აგვისტოს ომზე გასულ ფილმს ეხმაურება. 

ფილმი ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან უკვე შეფასდა "მოღალატეობრივად", თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერების პოზიცია განსხვავებულია. წილოსანიც გუნდის სხვა წევრების მსგავსად "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფილმს აზიაირებს და წერს, რომ "აგვისტოს ომზე “იმედზე” გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელნი არიან მოღალატეებიც". 

"აგვისტოს ომზე “იმედზე” გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ ასევე უცვლელნი არიან მოღალატეები..

რამდენადაც არ უნდა შეეცადო ისტორიის გადაწერას შედეგებიც უცვლელია: 
- 400-ზე მეტი დაღუპული ჩვენი მოქალაქე 
- დაკარგული 151 დასახლებული პუნქტი 
- ოკუპირებული ახალგორი და კოდორი

მაგრამ ამასთანავე, 
ძალაუფლება შენარჩუნებული ხელისუფლება, 
მილიარდობით დოლარი მიღებული საერთაშორისო დახმარებების სახით,

და საბოლოოდ, დაზარალებული საქართველო.

რა უჯდება ქვეყანას არასწორი ან განზრახ არასწორი გადაწყვეტილებები?! და რატომ იყო არასწორი ამას მაშინდელი აშშ ელჩის, კონდოლიზა რაისის , ტალიავინის დასკვნის და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები , ფაქტები და საბოლოოდ შედეგები ნათლად მოწმობს.

და თუ სიმართლე სიჩუმეს არღვევს მე არ ვპატიობ არც მტერს და არც ამ ადამიანებს ჩემი ქვეყნის მიწა-წყლის დათმობას , და თქვენ რა გიღირთ ამის პატიება (?),"-წერს წილოსანი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია