შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის დელეგაცია კუუსალუს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აგვისტო 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ქალაქ კუუსალუში იმყოფებოდა.მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის თქმით, დელაგაციის წევრები მუსიკალურ ფესტივალს დაესწრნენ.


„ ამ ქალაქთან მემორანდუმი შარშან გაფორმდა. ვიყავით მიწვეულები ცეკვისა და სიმღერის ფესტივალზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება. გარდა ამისა, მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაშიც. შეხვედრები ძალიან საინტერესო იყო, ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს იმის შანსი, რომ ბევრი პროექტი წამოიღოს, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ. თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით, მათი მხრიდან დიდი დაინტერესებაა. ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, მოვინახულეთ სკოლები, საბავშვო ბაღები, დავათვალიერეთ როგორი ინფრასტრუქტურაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უნდა აღვნიშნო, რომ აქ ევროკავშირის დახმარებით ბევრი რამ კეთდება. 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალზე ჩამოვა მათი დელეგაცია და კიდევ ერთხელ განვიხილავთ იმ პროექტებს, რომლებიც გვინდა ერთობლივად 2020 წელს განვახორციელოთ.“


მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის იგეგმება თანამშრომლობა განათლებისა და სპორტის მიმართულებით.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია