კახეთი
გურჯაანელმა მოჭადრაკემ, შვიდი წლის დათა ყალაბეგაშვილმა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
სპორტი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
14 ნოემბერი 2018
7 წლის გურჯაანელი დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჭადრაკის ეროვნული
ფედერაციის თასის მფლობელი გახდა. მან 7 თამაშიდან მაქსიმალური შედეგი
-7 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის
ინფორმაციით, დათა ყალაბეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს,
რომელსაც ჩინეთის დედაქალაქი პეკინი უმასპინძლებს.