შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავტოსაგზაო შემთხვევა ბახმაროში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აგვისტო 2019

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კურორტ ბახმაროში. 

როგორც "გურიის მოამბეს" ადგილიდან თვითმხილველები ატყობინებენ, ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომანქანა,უჩხუბის ხიდთან მოსრიალდა, ჯერ  განათების ბოძს დაეჯახა< შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას და წყლის არხში გადავარდა. 

დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით, ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ბინაზე განაგრძნობენ მკურნალობას

ჩვენთვის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციით, დაზიანებული მანქანები არხიდან ტრაქტორით ამოიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია