გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შემზარავი შემთხვევა ოზურგეთში-ვინ არის 31 წლის ქალი რომელმაც ახალშობილი სათხილეში მიატოვა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აგვისტო 2019

დედა, რომელმაც ახალშობილი თხილის ბაღში მიატოვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ცხოვრობს. 

ის 31 წლის მ.ხ-ა. ახალგაზრდა ქალს კიდევ ერთი, 9 წლის შვილი ჰყავს. 

როგორც ჩვენთან ადგილობრივები ყვებიან, მისი მეორე ბავშვზე ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან დედა ამას მალავდა. 

სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო არ გაამხილა მან ოჯახის წევრებთანაც რომ მშობიარობა ეწყებოდა და არც სამედიცინო ცენტრისთვის მიუმართავს,

"გურიის მოამბის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ქალმა წუხელ გვიან ღამით თხილის ბაღში იმშობიარა და ახალშობილიც ადგილზე დატოვა. დაახლოებით ერთი სათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო და იძულებული გახდა სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. 

ამის შემდეგ, გამოიძახეს პოლიცია რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა. პოლიცია ბავშვის ადგილსამყოფელს რამდენიმე წუთის განმავლობაში ფანრებით ეძებდა.
მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა - ამბობს ექიმი.
ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 საათს გრძელდებოდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ქალბატონი ოზურგეთის მედალფას კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება
ოზურგეთის "მედალფას" კლინიკის" მენეჯერის, დავით მდინარაძის განცხადებით,ამ წუთისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
"მდგომარეობა თავისთავად მძიმე იყო, ახალშობილი ვიპოვეთ მშობიარობიდან 4-5 საათში, მიხარია რომ მისი გადარჩენა შევძელით, სამ საათზე მეტ ხანს დაუღალავად მუშაობდა მთელი გუნდი, დამერწმუნეთ ეს ადვილი არ ყოფილა" - გვიყვება მდინარაძე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია