შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ ოზურგეთის "არწივებთან" ანგარიშით 20:14 დამარცხდა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2018
შეხვედრა 11 ნოემბერს ოზურგეთში ჩატარდა. თამაშის პირველი ნახევარი ანგარიშით 13:14 „არწივების“ უპირატესობით დასრულდა, მეორე ნაწილში კი „ტაომ“ მხოლოდ ერთი ლელოს დადება შეძლო. „მოსაგებად ვემზადებოდით, თუმცა გამოცდილმა გუნდმა გვაჯობა. ისინი პირველ ლიგაში უკვე მესამე წელია თამაშობენ. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ პირველ ლიგაში დავრჩეთ“, – გვითხრა სარაგბო კლუბ „ტაოს“ პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.შემდეგ თამაშს „ტაო“ 17 ნოემბერს „ყოჩებთან“ გამართავს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია