გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“სააკაშვილი ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ 2008 წლის პროვოკაცია მოეწყო…” – გოგა ხაინდრავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აგვისტო 2019

როგორ აფასებს ტელეკომპანია "იმედზე" გასული ფილმს - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რას ფიქრობს თავად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ ქმედებებზე - ამ და სხვა საკითხებზე "კვირასთან" ინტერვიუში რეჟისორი გოგა ხაინდრავა საუბრობს.

ეს არის სიუჟეტი - დოკუმენტური მასალებით აწყობილი ქრონიკა იმ მოვლენებისა, რომლებსაც ჰქონდა ადგილი, ამ სიუჟეტში წარმოდგენილი ფაქტები, დაახლოებით, 20% -ია იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომლებიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი. იქ, სამწუხაროდ, საუბარი არ არის სააკაშვილის მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე დიდი დანაშაულზე - როდესაც სააკაშვილმა, კონსტიტუციისა და ყველა არსებული კანონის დარღვევით, ახალგორი ცხინვალის რეგიონს მიუერთა და ამით ახალი საზღვარი გაავლო. სხვათა შორის, ახლა ის უბედურება, რომელიც გუგუტიანთკარში ხდება, სააკაშვილის რუსული გეგმით ხორციელდება. რუსეთი სააკაშვილის გეგმით ახორციელებს ამ ბორდერიზაციას იმიტომ, რომ ეს საზღვარი სწორედ მიხელ სააკაშვილისა და"ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილებებით დაწესდა, თორემ სამხრეთ ოსეთის "საზღვარი" ყოფილი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არასოდეს არ ყოფილა. ეს არის პირდაპირ ღალატი, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა.

სააკაშვილის და მისი სატელიტების მხრიდან როგორ მაშინ ისე დღეს აბსოლუტურად არაადეკვატური და ცრუ განცხადებები კეთდება. ამოიღეთ საბუთები, კადრები გამოდის სააკაშვილი, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი - გრიგოლ ვაშაძე და ამბობს, რომ რუსებმა თურმე არც იციან, აქ რა ხდებოდა, ეს მარიონეტული ხელისუფლების თვითშემოქმედებააო, რუსები დამიკავშირდნენ და აღშფოთებულები იყვნენ - არ იცოდნენ, რა ხდებაო - ამას ლაპარაკობდა ვაშაძე. როგორი თვითშემოქმედება იყო მერე ეს ვნახეთ გორშიც და ცხინვალის რეგიონშიც, როგორ „არ იცოდნენ" რუსებმა არაფერი. ეს არის სიმართლე, თუ "იმედი" არა სხვა იტყვის ამას, არაერთი მომსწრე ჰყავს იმ დანაშაულებრივ ქმედებებს. -თქვენი აზრით, რატომ არ გაითვალისწინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ის გაფრთხილებები, რაც მოდიოდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მიერ -იმიტომ, რომ სააკაშვილი ასრულდება რუსეთის დავალებას ბიძამის თემურ ალასანიასთან, ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან ერთად.

მას ასეთი დავალება ჰქონდა - სააკაშვილი სწორედ ამ პირობით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რომ ასეთი პროვოკაცია მოეწყო. ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ როგორ ჩამოფრინდა რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი - ივანოვი 2003 წელს და როგორ აიძულა შევარდნაძე, რომ გადამდგარიყო. იგორ გიორგაძის მანქანით რომ დადიოდა სააკაშვილი, ეგეც კარგად მახსოვს და იგორ გიორგაძის ფულით რომ ფინანსდებოდა მათი გამოსვლები, ესეც კარგად მახსოვს. ბუშმაც უთხრა პირდაპირ, მისი მრჩეველი ჰყვება ამბავს, რომ ბუშმა ასე უთხრა, არავითარ შემთხვევში გაბედო ომის დაწყება იმიტომ, რომ მარტო დარჩებიო.. რაც შეეხება, უშუალოდ, თქვენს კითხვას - რაში სჭირდებოდათ ეს პროვოკაცია - ამაზე პასუხია 12 აგვისტოს სააკაშვილის მიერ მოწყობილი ზეიმი რუსთაველის გამზირზე. დიახ, მან 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე რუსეთის საქართველოზე გამარჯვება იზეიმა.

წყარო - kvira.ge

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია