შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ, სახელმწიფოც და მოქალაქეებიც გაგვყიდეს, როგორც ნივთები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აგვისტო 2019

სოფელ გუგუტიანთკარში ბოლო დღეებში რუსების მიერ შემოღობილ ტერიტორიებს და ამ ყველაფერზე ხელსიუფლების რეაქციას ექსპერტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება და წერს: 

"მოდით, ვიყოთ გულწრფელები და რეალისტები, რუსეთმა საქართველოს 20% კი არა, 2019 წლისთვის 100%-ის ოკუპაცია მოახდინა. მეტიც, ეს ოკუპაცია საქართველოს ხელისუფლების ხელით, შეიძლება ინიციატივითაც კი მოხდა. და... ამ ყველაფრის მოტივი კი დიდი ფინანსური ინტერესებია მხოლოდ. ჩვენ, სახელმწიფოც და მოქალაქეებიც გაგვყიდეს, როგორც ნივთები, სამწუხაროდ, საკმაოდ იაფადაც. რაც არ უნდა მძიმედ ჟღერდეს ეს ყველაფერი, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა"-წერს გამზარდია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია