შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში ავტომობილი ამობრუნდა-არიან დაშავებულები

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აგვისტო 2019

ლანჩხუთში, ლესა-ჩიბათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი და ერთი მგზავრი. მათივე თქმით, დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ინცინდენტის გამო ცენტრალურ გზაზე ავტომობილების მოძრაობა მცირე დროით შეფერხებული იყო.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. მანქანა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ბათუმისკენ მიემართებოდა.

მომხდარზე გამოძიება  276-მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების და ექსპულატაციის  წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

www.ajaratv.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია