შიდა ქართლი
დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს გუგუტიანთკარის შესახებ ესაუბრა
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
19 აგვისტო 2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ
გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების
აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო
ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან -
სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ
ლაიჩეკთან.
დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია
მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ
გუგუტიანთკარში ხელოვნური