შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა კახეთის რეგიონში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2019

,,მედია ცენტრი კახეთი“ ორგანიზაცია ,,World Vision”-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ,,ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა კახეთის რეგიონში“. პროექტი ხორციელდება გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

პროექტის მიზანია სოციალურ სექტორში მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესების გზით.

პროექტის ფარგლებში, მომზადდება სოციალური პროგრამების საჭიროებათა კვლევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ხოლო შემდეგ საჯარო უწყებებთან ერთად, სამი მუნიციპალიტეტის (გურჯაანი, თელავი და ყვარელი) ერთობლივი ჩართულობით შემუშავებული იქნება ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი, რაც ხელს შეწყობს გააზრებული და ეფექტური სოციალური პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია