გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ჯერ სცემეს და მერე დააკავეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2019

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟს, ირაკლი ქუმსიშვილს სცემეს. ინფორმაციას და ფოტოს, სადაც ყოფილი მინისტრი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაღებული, „კურიერი“ ავრცელებს.

სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გადაიყვანეს მიღებული დაზიანებებით ირაკლი ქუმსიშვილი.

ჩხუბი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რესტორან „ღვინის ქარხანა გალერია“-ში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქუმსიშვილის ვაჟს და მის მეგობარს უთანხმოება დაცვის სამსახურთან მოუვიდა, ადგილზე გამოძახებულ პოლიციას კი წინააღმდეგობა გაუწიეს. საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.

 რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“,- აცხადებენ შსს-ში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია