შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კარგი იქნება, თუ დროულად გააკეთებს განცხადებას- წილოსანი ზურაბიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2019

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადებას დროულად გააკეთებს. ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, მედიას გააფრთხილებს.

წილოსანი ამბობს, რომ ის ისურვებდა, ზურაბიშვილს საჯაროდ და რაც შეიძლება დროულად გაეკეთებინა განცხადება.

"თუმცა, ასევე, ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად გააკეთებს ამ განცხადებას უახლოეს მომენტში. გამიჭირდება მისი დუმილის მიზეზი გამოვიცნო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის დუმილის მიუხედავად, გარკვეულ მოქმედებებს აკეთებს. რა თქმა უნდა, კომუნიკაციაზე იქნება ხელისუფლებასთანაც და მუდმივად იღებს ინფორმაციას, რა ხდება ამ სოფელში და ზოგადად, ოკუპაციის მიმართებით", — თქვა წილოსანმა.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო. რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს სახლების დასაცლელად. ისინი სახლს მთლიანად შლიან და საშენი მასალა გამოაქვთ.

წყარო: on.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია