შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ კაჭრეთში ტყის საფარი და საძოვარი იწვის

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აგვისტო 2019

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ტყვის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.

,,ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია