შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებამ მაინც ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვა ასე სწრაფად არ იქნებოდა მომგებიანი" - ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აგვისტო 2019

ხელისუფლებამ მაინც ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვა ასე სწრაფად არ იქნებოდა მომგებიანი - ამის შესახებ განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ არა მან დაამსხვრიოს „რუსთავი 2“, არამედ, დაელოდოს ჟურნალისტები თავად გადანაწილდნენ დაანონსებულ ახალ ტელევიზიებში

„ერთ კვირაში რომ არ გაიყიდებოდა, წინასწარ თუ არ იყო მყიდველი მოძებნილი, ეს სრულიად გასაგებია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაინც ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვა ასე სწრაფად არ იქნებოდა მომგებიანი. ხალვაში არ არის ის სუბიექტი, რომელიც ყიდულობს ან ყიდის ამ ტელევიზიას. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ არათუ ერთი, არამედ ორი ტელევიზია შეიქმნება, შესაძლოა, ხელისუფლება თვლის ბარემ, აგვისტოც ჩამთავრდეს და მან კი არ დაამსხვრიოს „რუსთავი 2“, არამედ ჟურნალისტები თავად გადანაწილდნენ იმ ახალ ტელევიზიებში და ასე დაამთავროს „რუსთავი 2“-მა მისი არსებობა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია