შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აგვისტო 2019

"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მიზეზად პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. 

„ვადასტურებ, ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი. გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან, დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი,“-განაცხადა სალიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ ის, ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Nanuka Zhorzholiani
20 წუთის წინ

ნოდარ მელაძე გაუშვეს. ჰოდა მოსვლამდე ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე ფეისბუქზე. უი, და მეც გამიშვეს უი, გაბუნიაც გაუშვეს:) უი კვესიტაძეც გაუშვიათ.

კარგია რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა. უი და გაბუნიაც 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია