გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან მუშაობდა - ადმინისტრაციის განცხადება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აგვისტო 2019

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ლოპოტას ტბიდან გადაღებულ ფოტოებს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა ეხმაურება.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზურაბიშვილი ისევე როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა.

„პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან.

მოგეხსენებათ, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია" - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

წყარო: ნიუპოსტი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია