შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანი მეორე დღეა წყლისა და დენის გარეშეა დარჩენილი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2019
დაბაში, რუსთაველის ქუჩის ქვედა ნაწილს ელექტროენერგია 18 აგვისტოს გაეთიშა. ამავე დღეს სასმელი წყლის გარეშე დარჩა მთელი კურორტი. ამ დრომდე, კურორტს არც დენი აქვს და არც სასმელი წყალი.„ამოვიდა ბრიგადა, მიმდინარეობს სამუშაოები და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს წყალიც და დენიც მოსახლეობას ექნება“, – განაცხადა აბასთუმნის რწმუნებულმა გიორგი ელისაბედაშვილმა და დაამატა – „დენის გათიშვა მიწისქვეშა კაბელის დაზიანებამ გამოიწვია, წყლის შეწყვეტა კი ,,ბასეინებზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა. წყალი, დღეს დილით მოსახლეობას ცოტა ხნით ჰქონდა, თუმცა მერე ისევ დაკეტეს, რომ "ბასეინი" შეივსოს“.კითხვაზე, რატომ არ არის აბასთუმანი მზად მოკლე საკურორტო სეზონისთვის, გიორგი ელისაბედაშვილმა გვიპასუხა – „მასე რომ იცოდნენ წინასწარ ყველაფერი, როდის რა დაზიანდება და როდის არა, ყველასთვის კარგი იქნებოდა“. [გულო კოხოძე, აბასთუმანი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია