შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აგვისტო 2019
შემთხვევა დღეს, 15 აგვისტოს დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა. ინფორმაციას ნინოწმინდის რადიო „ნორი“ ავრცელებს.„ჯიპის“ მარკის ავტომანქანაში ორი მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი იმყოფებოდა. გზიდან მანქანის გადავარდნის შედეგად, დაშავდა ერთი მოზარდი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა. ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ დაშავებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას თვალის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება: „ნინოწმინდის საავადმყოფოს თვალის ექიმი, დღეს ახალქალაქში მორიგეობს, ამიტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ბავშვი ახალქალაქში გადაიყვანა“.შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 274-ე მუხლით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. [რობი ზარიძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია