შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვითარება გუგუტიაანთკარში -მოსახლეობა კოშკას სასაფალოს ოკუპაციის საფრთხეზე საუბრობს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აგვისტო 2019
გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს. ამ დროისთვის, ისინი რკინის ძელების დასამონტაჟებლად მიწას თხრიან. მათ ტერიტორია მცენარეებისგან უკვე გაასუფთავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს უკვე დაამონტაჟეს 17 ძელი. მათ შორის მანძილი 2 მეტრი და 50 სანტიმეტრია. გამოდის, რომ ე.წ. საზღვარი ოკუპანტებმა დღეს დამატებით, დაახლოებით, 40 მეტრზე გაამაგრეს. მოსახლეობის ვარაუდით, თუ სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ მეზობელი სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. საუბარია სოფელ კოშკას სასაფლაოზე,
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია