შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება"- თამარ ბაღაშვილმა რუსთავი2 დატოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აგვისტო 2019

რუსთავი2 თამარ ბაღაშვილმა დატოვა - ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით, მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით " - წერს თამარ ბაღაშვილი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გუშინ არხიდან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა.

გუშინვე კურიერის ბოლო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს.

დღეს სოციალურ ქსელში "რუსთავი2"-დან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს დავით ქაშიაშვილმა, ეკო მაღრაძემ, დავით ერაძემ, გიგლა თუმანიშვილმა, სამაუწყებლო კომპანია ასევე დატოვა P.S -ს ჟურნალისტმნა მაიკო ლომიძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია