"რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და „კურიერის“ გუნდის მიერ სამაუწყებლო კომპანიის დატოვებას პრემიერ მინისტრი ეხმაურება.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება.
"ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „რუსთავის 2“-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა: „სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უკვე ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და მომავალშიც ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, - თქვა პრემიერმა.