სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აგვისტო 2019
ახალი პროგრამის უპირატესობა ის არის, რომ სკოლაში დასაქმების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვებაა შესაძლებელი. მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად. პროგრამაში ჩართულები თავად გეგმავენ საკუთარი მუშაობის განრიგს ორ წლამდე პერიოდით.პროგრამის ბენეფიციარები არიან:პირები, რომელებიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არიან ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვთ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული არცერთი სტატუსი.პროგრამის წარმატებით დაძლევის შემდეგ, უსტატუსო პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ სტატუსი განსაზღვრულ ვადაში მოიპოვონ. ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში იმ შემთხვევაში თუ, არ გადიან მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამას.ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც დიპლომით უდასტურდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი კვალიფიკაცია და სურთ მასწავლებლობა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია