შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩემი მეზობელი და მიშა "- რას იხსენებს იურისტი ყოფილ პრეზიდენტზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აგვისტო 2019

"ჩემი მეზობელი და მიშა 
ნაციონალების დროს ერთ ჩემს მეზობელთან ერთად საარჩევნო უბანზე მივდიოდი ფეხით, მეზობელმა მთელი გზა ,,კვტარი და ცოცხალი,, აგინა მიშას, მის მთავრობას და მთელ სანაციონალეთს, ,,იმფერს იძახოდა ყურში რომ არ შეიშობოდა,,. საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ხმა არ ამოუღია ისე მომყვებოდა. ვკითხე რა გჭირსთქო, წაილუღლუღა - ,,ხმაი მიშას მივეციო,,.

სახის გამომეტყველებით და შემდგომი საუბრით აშკარად ჩანდა, რომ მისი ნამოქმედარით თავადვე იყო გაოგნებული და ვერაფრით ვერ ხსნიდა რა დაემართა საარჩევნო უბანზე შესვლის შემდეგ. როგორც მივხვდი მთელი გზა თავს არწმუნებდა, რომ მიშასთვის ხმა არ მიეცა, მაგრამ საარჩევნო უბანში, რომ შევიდა და ბიულეტენი ხელში დაიკავა პროპაგანდისტულმა ტექნოლოგიებმა თავის ქნა და ,,გასცვინდა,, ყველაფერი. ამის შემდეგ ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ადამიანების მხრიდან მთავრობის ლანძღვა-გინება საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ხმას ამავე მთავრობას არ მისცემენ."

ამბავს საკუთარ ფეისბუქზე, ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იხსენებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია