შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერავინ განიცდის ბუნებას ისე მძაფრად, როგორც მონადირე" - "გილოცავთ! სანადირო სეზონი იხსნება!"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აგვისტო 2019

ერთი კვირაა უკვე რაც უძილობამ შემაწუხა. არა, მისი მოლოდინი არც მანამდე იყო იოლი ასატანი, მაგრამ ეს ბოლო კვირა განსაკუთრებით ძნელია!
ჩემი ბრალია. ვცდილობდი არ მეფიქრა მის მოსვლაზე და შესაბამისად თავს ვარიდებდი სამზადის. ჰოდა ახალა როცა უკვე კარს მომადგა, ახლა მიწევს ყველაფრის ერთად გაკეთება და მოსწრება. მოსამზადებლ-გასაკეთებელი კი იმდენი ყოფილა რომ ნამდვილად არაა იოლი ყველაფრის მოსწრება .
ჰო, ეგ არი. ყველაზე დიდი დღე და ყველაზე დიდი დღესასწაული დგება, სანადირო სეზონი იხსნება! იწყება "თამაშთა შორის საუკეთესო თამაში“ (ფოლკნერი)
ერთი კვირაა ძილბურანში მყოფს მელანდება ჩემი სამშობლოს სანადირო სანახები.
მინდვრები, ნამკალი და ამომავალი მზე. ერთი კვირაა უკვე მესმის ნიავის ჩურჩული მინდვრიდან და ვგრძნობ დილის ცვარით გაგრილებული ნამკალის სურნელს.
ყველა ჩემი მონადირე მეგობარი ჩემს დღეშია, გაცხარებული ემზადება სეზონისთვის!
მინდოდა ვრცლად დამეწერა სეზონის გახსნის მოლოდინზე, მაგრამ რა უნდა ვთქვა მე ისეთი, რასაც თქვენც არ გრძნობთ და ფიქრობთ, ამიტომ ამჯერად შევამოკლებ სათქმელს.
ბიჭებო, მონადირეებო, ყველას გილოცავთ სეზონის გახსნას და გისურვებთ მშვიდობიან და ბარაქიან ნადირობას ჩვენი ულამაზესი სამშობლოს ულამაზეს ბუნებაში!

„ბუნება აკეთილშობილებს ადამიანს და ბუნებასთან პირისპირ კი მონადირეზე მეტად არავინა დგას; ვერავინ განიცდის ბუნებას ისე მძაფრად, როგორც მონადირე. ნადირობის დროს ვლინდება ადამიანის ყველაზე საუკეთესო თვისებები: ამტანობა, შეუპოვრობა, მეგობრისადი თავგანწირვის უნარი, ლმობიერება, უანგარობა, საზრიანობა. ასევე ვლინდება დაფარული, უარყოფითი თვისებებიც. ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობრები სანადიროში შერჩეულნი იყვნენ და არიან.“ გიგი ხორნაული. „ნეტამც მოგეკალ“.

მოკლედ, სანადიროში შეხვედრამდე!

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია