გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წარმატებები ძვირფასო ყოფილო რუსთავიორელებო და მადლობაც იმიტომ რომ, თქვენი პოზიციები არ შეგიცვლიათ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2019

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მიმართავს:

„არ ინერვიულოთ ძვირფასო რუსთავიორელებო, თქვენ წასასვლელი მაინც გაქვთ და მე ბიძინას მთელმა სადამქაშეთმა ქართულ ჟურნალისტიკაში საერთოდ ამკრძალა და ცხრა კლიტეზე დამიხურა, ტელევიზიების, გაზეთების და ონლაინგამოცემების კარები, რომ არა ჩემი მშობლიური "რადიო ფრანსი" რომელმაც ისევ ბრიუსელის ბიუროში დამაბრუნა "ევროსტრუქტურების და ნატოს კორესპონდენტად" კაცმა არ იცის რა იქნებოდა იმიტომ რომ, ბიძინას ბიდლა ფარეხმა "კეთროვანად" გამომაცხადა ... სხვათაშორის ისევ ტელეკომპანია "ობიექტივი", " კავკასია" და "რადიო ჰერეთი" თუ გამიხსენებს ხოლმე, როგორც მაშინ, ნაცების გუგუნ- გულავის პეროდში, რისთვისაც დიდი მადლობა ამ ჩემს ნამდვილ კოლეგებს.

თქვენ კი წარმატებები ძვირფასო ყოფილო რუსთავიორელებო და სხვათაშორის მადლობაც იმიტომ რომ, თქვენი პოზიციები არ შეგიცვლიათ, როგოც იყავით მიშას მხარდამჭერები და მისი იდეების მომხრენი, დღესაც იგივეს ფიქრობთ და იმ პოზიციებზე ხართ ზოგიერთი თქვენი ყოფილი მეგობრისგან განსხვავებით, მიშას, გამპრავებლობიდან, ბიძინას ნახირის გამპრავებლობაზე რო "გადალამაზდა" და წამოიპლაკენ "ქოცოვიზიებში" ...

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია