გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველო, ინტროვერტი იოგას პრაქტიკოსი ოლიგარქის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა"- New York Times-ის სტატია ივანიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2019

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე ისტორიული უბნის მახლობლად მდებარეობს. ეს არის 107 000 კვადრატული ფუტის პერსონალური ოფისი, რომელიც ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებსა და ზვიგენის აკვარიუმს მოიცავს, – ამ ტექსტით იწყებს სტატიას ცნობილი ამერიკული გამოცემა New York Times პარტია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარისა და ცნობილი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

სტატიის ავტორი, დევიდ სეგალი გვიამბობს, რომ 63 წლის ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე ძლიერი პერსონაა და „როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, მისი მხარდაჭერა აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდება“.

ავტორი ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დაწყებისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ახსენებს. ის გვიამბობს, რომ პროექტი, რომელიც 2,5 მილიარდი აშშ დოლარი ჯდებოდა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახელით არის ცნობილი, შეიძლება განხოციელდეს ან არ განხორციელდეს.

„პროექტის მხარდამჭერია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელსაც „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი“ და ამერიკული და ბრიტანული კომპანიები მოიცავს. სამწუხაროდ, ამ მხადამჭერებისთვის პროექტი გარკვეულ დაბრკოლებებს მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი დაბრკოლება კი როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილია. მან პორტს საჯაროდ დაუჭირა მხარი, თუმცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და კრიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მან პორტის წინააღმდეგ ფრთხილი კამპანია წამოიწყო. ეს მოიცავს როგორც მცირე ადგილობრივ პოლიტიკურ ინტრიგებს, ისე აქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საქართველოსთვის იმაზე მაღალია, ვიდრე დასაწყისში ჩანდა.

წლების განმავლობაში ქვეყანა იბრძოდა, რომ საბჭოთა კავშირის ზეგავლენებისგან გათავისუფლებულიყო და რუსეთის ჩრდილიდან გამოსულიყო, ქვეყნის, რომელიც საქართველოს მეზობელი და მრავალწლიანი ანტაგონისტია. ეტაპობრივად მიღწეულ წარმატებებთან ერთად, საქართველომ მოიპოვა ნამდვილი დამოუკიდებლობა და გახდა დასავლელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ადგილი, რომელიც სტრატეგიულად ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს. ანაკლიის პორტის მშენებლობა კი ამ მიმართულებით უდიდეს ნახტომს წარმოადგენს“, – წერს სტატიის ავტორი.

თუმცა, სტატიაში ნათქვამია, რომ მთელი ეს ისტორია აქ მარტივად არ სრულდება. ივნისში რამდენიმე ანტი-მოსკოვური პროტესტი თბილისის ქუჩებში რამდენიმე ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს გამოიწვია დიპლომატიურმა ინციდენტმა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებმა, რომლის შედეგად, საბოლო ჯამში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ს ოკუპირება მოახდინა.

„პორტის პროექტი აუხსნელ პრობლემებში ჩავარდა. იანვარში ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, რომელიც ადრე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პოზიციას იკავებდა, გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ბანკირებთან დაკავშირებით ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება იწყებოდა. აღნიშნული შესაძლო ფულის გათეთრების საქმე კი 10 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას უკავშირდებოდა. გაუგებარია, რა სარგებელი მოიტანა პროექტის შეჩერებამ, თუ ამ ყველაფრის მიზანი სწორედ ეს იყო. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს სიმართლესთან ნაკლებად აქვს კავშირი“, – ნათქვამია სტატიაში.

New York Times-ის ჟურნალისტს ანაკლიის პორტზე საუბრისას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარის, ფადი ასლის სიტყვები მოჰყავს – „მიზანს პროექტის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. მომანდეთ ორი პროკურორი, მომეცით 48 და მანდატი, რომ 20 წლით უკან დავბრუნდე და მენდეთ, რომ შემიძლია, ყველა ციხეში ჩავსვა“.

„ანაკლიის პორტი აღარ არის ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც შეეძლო, საქართველო საერთაშორისო სავაჭრო სივრცეში მომგებიან პოზიციაში ჩაეყენებინა“, – წერს ჟურნალისტი.

როგორც დევიდ სეგალი ამბობს, “ეს საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილისა და მისი მთავრობისთვის ტესტი გახდა“.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ კონფერენციაზეც წამოწია. მან მოუწოდა, რომ პროექტი დაესრულებინათ და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ პორტის დასრულება საქართველოსა და თავისუფალი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ურთიერთობას უფრო მომგებიანს გახდიდა და ქვეყანას რუსული ან ჩინური ეკონომის ზეგავლენას ააცილებდა თავიდან“, – წერს New York Times.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც საპარლამენტო დემოკრატიას, დასავლურ მმართველობის ფორმებთან ბევრი საერთო აქვს, თავისუფალი არჩევნების ჩათვლით.

„თუმცა, ის ინტროვერტი, იოგას პრაქტიკოსი ოლიგარქის მტკიცე კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში სიღარიბეში დაიბადა და როგორც ამბობენ, ახლაც პირველ რიგში, გამდიდრება აინტერესებს, მისი ქონება 5 მილიარდი აშშ დოლარია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით, მესამედს უტოლდება.

bpn.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია