შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ჩხუბის ფაქტზე კორპუსის მცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აგვისტო 2019
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსიდან პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟის წევრები  ჩხუბის მონაწილეებს და იმ ადამიანს ეძებდნენ, ვინც 112-ზე დარეკა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრმა ტელეფონით ,,ზემდგომს" აცნობა, რომ იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ჩხუბის შესახებ 112-ზე დარეკეს. ,,ვარკვევთ დეტალებს" - გვიპასუხეს პოლიციელებმა. ,,თქვენ ხართ ზარის ავტორი?" - გვითხრა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა. ,,რამე მოხდა?" - ასევე გვკითხა ერთ-ერთმა მცხოვრებმა პირველი სართულის აივნიდან. პოლიციელებმა ცოტა ხანში ძებნა მიმდებარე კორპუსის ეზოებში და ქუჩებში დაიწყეს. სამართალდამცველთა ერთმა ნაწილმა კი, მეორე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი გამოკითხეს: ის უმტკიცებდა, რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცის. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ჩხუბი ახლობლებს შორის მოხდა. გამოძიება 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია