შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კობა ნარჩემაშვილი ნიკა მელიას დაპატიმრებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, ნიკა მელიასათვის პატიმრობის შეფარდება ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია, თუმცა თვლის, მისი  მოწოდებები საფრთისშემცველი იყო და  ხელისუფლებამ ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს.

"სახელმწიფომ ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს, ნებისმიერი მოწოდება მასობრივი არეულობისკენ.. მის მოწოდებებში ისმოდა არაპირდაპირი მოწოდება პარლამენტის შენობის დაკავებისკენ, რომელიც არის კონსტიტუციურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო, რაც  თავისთავად გარკვეული საფრთხეების შემცველია, თუმცა მე პირადად, პოლიტიკურად, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ფორმის სისხლის სამართლებრივი  რეაგირების განხორციელება,"- განუცხადა ნარჩემაშვილმა "ნიუპრესს".

კითხვაზე მისცემს თუ არა ხმას მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომას ავადმყოფობის გამო არ დაესწრება.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია