გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის"- ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აგვისტო 2019

"ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის, ერთ მხარეს არის ივანიშვილის წარსული, კარიკატურული ფიგურებით და მეორე მხარეს ახალგაზრდობის სოლიდური ძალა და საზოგადოების შეუვალობა."

აცხადებს "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ვისაც "მთელი კვირა" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბარა.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კატეგორიულ შეფასებებს მოვერიდებოდი, მაგრამ, ანაკლიის პორტის ბლოკირება ხელისუფლების მიერ მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ.

სულ ახლახანს ვუსმენდი ვიდეოჩანაწერს, სადაც შევარდნაძე ჯერ კიდევ 1995 წელს საუბრობდა ანაკლიის პორტის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფოსთვის.

ივანიშვილი არჩევანს აღარვის უტოვებს, მისი ყოველი ნაბიჯი არაადეკვატურია, ხაზარაძე- ჯაფარიძეზე შეტევა, 20 ივნისის შემდეგ ადამიანების დაპატიმრება. შეტევა "რუსთავი 2"-ზე და "ტვ პირველზე".

რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, ვერ გეტყვით, დღე არ ჩაუგდია ივანიშვილს, რომ სახიფათო სვლები არ გააკეთოს, მას პრობლემა აქვს კალენდართან და ამოვარდნილია დროში.

ცდილობს შეტევას, მაგრამ "ტვ პირველის" ხელმძღვანელობამ ღირსეული პასუხი გასცა ხელისუფლების შეტევას, ისინი აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ. "ტვ პირველს" თავადაც არ ჰქონდა დაგეგმილი, რომ მას ერგო ლიდერობა მედიაში, მაგრამ ისეთი სივრცე შეიქმნა, რომ მან იტვირთა ეს ფუნქცია, რაშიც წარმატებას ვუსურვებ.

დღეს ჩვენ ახალ რეალობაში ვართ. მედიასივრცეში თანაზომადი ტელევიზიების დრო დადგა. ანუ, მედიაპლურალიზმის დრო შეიქმნა. რაც შეეხება გვარამიას ახალ ტელევიზიას, ის პირველივე თვეებში ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. ტელევიზია არ არის მხოლოდ შენობა და ტექნიკა, ტელვიზია არის ხალხი, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნიან. ამიტომ დრო გვიჩვენებს ვის რა რეიტინგი ექნება.

ხელისუფლებას აღარ აქვს კონტრშეტევის რესურსი, კარიკატურული, წარსული ფიგურებით ფონს ვეღარ გავა და წარმატებას ვერ მიაღწევს 2020 წლის არჩევნებში.

ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ლპება, ერთ მხარეს არის ივანიშვილის წარსული და მეორე მხარეს ახალგაზრდების სოლიდური ძალა და საზოგადოების შეუვალობა. ასე რომ, ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია