შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალზე სამცხე–ჯავახეთის კლუბმა პირველი ადგილი აიღო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აგვისტო 2019
ფესტივალი აჭარაში, 22–25 აგვისტოს ჩატარდა. დასკვნითი ეტაპი კი გონიოში იყო. რეგიონის ოფროუდ კლუბის სახელით ახალქალაქელი არსენ კარაპეტიანი გამოდიოდა.„მოდიფიცირებულ კატეგორიაში ავიღე პირველი ადგილი, ძლიერი კონკურენტები მყავდა, თუმცა იმედი ნამდვილად მქონდა. არსებობს რეგიონის სტატისტიკა და იქ ჩემი შედეგი 92 %–ია, ასე რომ იმედია ტრაბახში არ ჩამეთვლება“,–ამბობს კარაპეტიანი.ფეტივალზე რუსეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან ჩამოსული 65–მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ისინი შეჯიბრში ოთხ კატეგორიაში ასპარეზობდნენ ესენია: სტანდარტი, მოდიფიცირებული, პრო მოდიფიცირებული და პროტო(ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი.კარაპეტიანმა ადგილის შესაბამისი მედალი, თასი და სერფიტიკატი მიიღო, ასევე ჯილდო 1000 ლარი.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია