შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

17 ნოემბერს მირზაანში „ფიროსმანობა“ გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2018
შაბათს 17 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში  ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ფიროსმანობა" აღინიშნება.

როგორც ჩვენთან საუბარში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ნონა ჯიბღაშვილმა განაცხადა, დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
„ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება . იქნება თათარაობა, გამოიხდება არაყი, სოფლის წარმომადგენლები გააკეთებენ ქიზიყურ ტაბლას. იგეგმება სპორტული ღონისძიებები, მოხდება გობელენის, თექისა და სხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. ესტრადის ვარსკვლავები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები გამართავენ კონცერტს. ასევე იქნება ქსოვრელების კონცერტი.“

მისივე თქმით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია