შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აგვისტო 2019
„შოთაობის“ სახალხო დღესასწაულისათვის გამოცხადებული ტენდერი, სადაც განაცხადების მიღების ბოლო ვადა, 22 აგვისტოს იყო, უარყოფითი შედეგებით დასრულდა. ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „ქუთაისის კულტურულ ახალგაზრდული ცენტრი“ იღებდა, რომელსაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.სახალხო დღესასწაულისათვის ტენდერი 20 313 ლარზე იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ კომპანიას ორგანიზება შემდეგი ღონისძიებისთვის უნდა გაეწია: საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით; ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა; მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ; გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება; ასევე კულტურული ღონისძიებების პარალელურად, უნდა დაეგეგმა სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობა, ჯილდაობა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდი. სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, „შოთაობა“ ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.ასპინძის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ ვარძიის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ჩატარდება.სახალხო დღესასწაულისათვის ტენდერი 14 აგვისტოს გამოცხადდა.[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია