შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარელის მერს სამსახურის უფროსი სასამართლოში უჩივის

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019
ქარელის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ვასიკო ბაქრაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივის. ამის თაობაზე, 2019 წლის 2 სექტემბერს სასამართლო პროცესი გაიმართება. ვასიკო ბაქრაძე საყვედურის შესახებ მერის ბრძანების გაუქმებას ითხოვს, თუმცა, აცხადებს, რომ ბრძანების მიღმა, კიდევ ,,სხვა მიზეზებია“. ,,ამ მიზეზების შესახებ საუბარი არ მსურს. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ საყვედური უსაფუძვლოა და მის გაუქმებას ვითხოვ“ - აცხადებს ვასიკო ბაქრაძე. როგორც ირკვევა, ქარელის მერმა ვასიკო ბაქრაძე სამსახურში მოიკითხა და არ დახვდა: „სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, სკოლაში ვიმყოფებოდი და შესაბამისად მერიის შენობაში გვიან მივედი. საქმის კურსში ჩაყენებული მყავდა მერის მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძ, თუმცა, საყვედური მაინც მივიღე, რასაც არ ვეთანხმები“
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია