შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" შევხვდებით მალე სიახლეებით "მთავარ არხზე"- კომედი შოუს მსახიობმა, თათია სულუაშვილმა "რუსთავი2" დატოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აგვისტო 2019

გადაცემა კომედი შოუს მსახიობმა, თათია სულუაშვილმა "რუსთავი2" დატოვა - ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"12 წლიანი მუშაობის მერე მე ვტოვებ "რუსთავი 2"-ს. შევხვდებით ერთმანეთს სულ მალე სიახლეებით მთავარ არხზე.მადლობა ჩვენს მაყურებელს........და წარმატებები ყველას..." - წერს თათია სულუაშვილი.

დღეს კომედი ჯგუფის ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი რუსთავი 2-ში რჩებიან. მათ შორის არიან მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, ალეკო მალხაზიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და 20-მდე მსახიობი.

ტელევიზიის დატოვების შესახებ გუშინ, 26 აგვისტოს განაცხადეს ვანოს შოუს წამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა და გადაცემის მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა, თამუნა ლეკვეიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია