შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვოლსკი: თვალნათელია... გავრილოვის თემამ ჩაიარა და პოლიტიკაზე გავლენა ვერ იქონია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019

გავრილოვის თემამ ჩაიარა და ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკაზე და პოლიტიკური ფასიც გადაიხადა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა... გავრილოვის თემაზე ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი საქციელი და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ქართულმა ოცნებამ – თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე. თვალნათელია ამ თემით იმის მცდელობა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები გადაფარონ, რაც მოხდა. ამ თემით იმ დანაშაულის გადაფარვა, რასაც ჩადიოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მცდელობაა, რომ ეს განუკითხაობა კიდევ შეინარჩუნონ და რევოლუციური სცენარი კიდევ გაიმეორონ, როცა ამის ძალა კიდევ ექნებათ, რაც არ მგონია, მაგრამ დადგენილების პროექტების შინაარსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დღის წესრიგში შეინარჩუნონ რევოლუციური სცენარი 
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ დადგენილების პროექტების შესახებ, რომელიც პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებს შეფასებას მისცემს 
წყარო: "ტაბულა"
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია