შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აკეთში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული დოღი გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მხედრები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ გამარჯვებულებიც გამოვლინდა:

ერთ წრეზე დოღში გაიმარჯვა გაბრიელ დოლიძემ (ნაგომარი); 
ორ წრეზე დოღში - გივი გიორგაძემ (ჩოხატაური);
სამ წრეზე დოღში - კონსტანტინე კვაჭანტირაძე (ჩოხატაური).

გამარჯვებულებს გადაეცათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაწესებული თასები.

ტრადიციულ დოღს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკა გუჯაბიძე და ზემონახსენები სამსახურის სპორტის განყოფილების უფროსი, პაატა ურუშაძე ესწრებოდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია