შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ ითვლებოდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წლამდე რუს მილიარდერად?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2012 წლამდე რუს ბიზნესმენად იწოდებოდა. 2012 წლის თებერვლის დასაწყისში, გავლენიანმა რუსულმა გამოცემა "ფინანსმა" რუსეთის მოქმედ მილიარდერთა და მულტიმილიონერთა 2011 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. 500-კაციან რეიტინგში ჯგუფ "უნიკორის" მფლობელი ივანიშვილი რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებდა და მისი ქონება 5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონებას მკვეთრი რყევები ჰქონდა.

ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილი რამდენჯერმე გაღარიბდა და გამდიდრდა. "ბლუმბერგისა“ და "ფორბსის“ რეიტინგებში ივანიშვილის ქონებამ დიდი ვარდნა განიცადა და მისი ქონება ბოლო 6 წლის მინიმუმზეა. ბოლო 6 წელიწადში ივანიშვილის ქონებას "ბლუმბერგი" ყველაზე ძვირად 2013 წლის ივლის-აგვისტოში აფასებდა - 6.4 მილიარდ აშშ დოლარად. 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ქონება 2018 წლის მიწურულს დაფიქსირდა - 4.94 მილიარდი აშშ დოლარით. "ბლუმბერგის" მილიარდელების ინდექსის 2019 წლის 25 ივლისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.37 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ივანიშვილი 347-ე ადგილს იკავებს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, 5.37 მილიარდი დოლარით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობს, შესაძლებელია 4.35 მილიონი უნცია ოქროს და 101 მილიონი ბარელი ნავთობის შეძენა. ბიძინა ივანიშვილის ქონება ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0298%-ს შეადგენს. მისი ქონება მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 447%-ია. ის ასევე ტოლია ამერიკის ტოპ 200 აღმასრულებელი დირექტორის მიერ ჯამში მიღებული კომპენსაციის 85%-ის. აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" ვერსიით, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ჯერ კიდევ 4.9 მილიარდს დოლარს შეადგენს. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.

ცნობისთვის, ივანიშვილმა ქონება პოსტ-საბჭოთა რუსეთში, 1990-იან წლებში რკინის მადნეულის და ფოლადის წარმოებით, ბანკებითა და უძრავი ქონებით დააგროვა. აქტივების უმრავლესობა მან 2003-დან 2006 წლამდე გაყიდა, დანარჩენი კი 2012 წელს, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩევდნენ.

 

2020news.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია