ივანიშვილის საქმე ნებისმიერ შემთხვევაში წასულია - ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ნიუპოსტის" ინფორმაციას, როლის თანახმადაც ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გახარია დანიშნოს პრემიერად, ხოლო ღარიბაშვილის შს მინისტრად.
„ვის დანიშნავს პრემიერ-მინისტრად და ვის, შინაგან საქმეთა მინისტრად, ეს არსებითი არ არის. ივანიშვილის საქმე წასულია. მას საკადრო რესურსი ამოწურული აქვს“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი „ნიუპოსტთან“.