შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წამსვლელი წავიდეს, ჩემთვის მთავარი დამრჩენია" - ნიკა გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019

გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არხიდან წამოსულებს ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობენ:

"R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია?

ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).

მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია"- წერს გვარამია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია