სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის დეპუტატი: ‘თითი რაღაცაზე მომიხვდა და ვერ მივხვდი რა ჩაირთო’

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აგვისტო 2019
როგორც ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვრეჟ მურადიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, ლაივით ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის გზის მოწყობის სამუშაოების ჩვენება უნდოდა. „დიდი ხანია დიდი და პატარა გონდურის, დილიფის და მამწარას მკვიდრები ამ გზის გაკეთებას ითხოვენ, ამიტომ გადავწყვიტე ლაივი ჩამერთო და მეჩვენებინა გზის გაწმენდითი სამუშაოები როგორ მიმდინარეობდა, შემდეგ კი ასფალტსაც დააგებენ“.მურადიანი ამბობს, რომ მას ლაივით მხოლოდ ორჯერ ისარგებლა:„სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა, ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა“.ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ვრეჟ მურადიანმა, ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რომელშიც აჩვენა, როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატმა მიიქცია.აღნიშნული ინფორმაციას და ვიდეო „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ფეისბუქ-ლაივი დეპუტატმა 26 აგვისტოს გაუშვა. [მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია