20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაზარალებულ მაკო გომურს გერმანიაში ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. ფოტო მან Facebook-ზე დაპოსტა.
"სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-თქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე. დიახ, "შრამი" რომ არა, ვერც კი გაარჩევდით", — წერს მაკო.
როგორც მან On.ge-ს უთხრა, ახლა მას დროებითი პროთეზი უკეთია, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს.
20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული გოგო, მაკო გომური სოციალურ ქსელში თავის ფოტოს აზიარებს .