დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, ერთ-ერთმა ეპისკოპოსმას მას უთხრა, რომ მოკლავდნენ, თუ საუბარს დაიწყებდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც ჩემმა ძმამ, მამა გიორგიმ იცის, ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელიც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ, თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რო მზად ვიყავი", — წერს მამალაძე.
მისი თქმით, ამის შემდეგ ეპისკოპოსი მცირეწლოვანი შვილებით დაემუქრა.
"ახლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემს ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!" — აღნიშნავს მამალაძე.
ბრიფინგი პარლამენტში...