შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არ გეტყვით, რატომ - ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აგვისტო 2019

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ არ იტყვის რატომ შეიწყალა ბრალდებული, რადგან ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

„რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის. მე ვარ პრეზიდენტი და ყველა იურისტმა იცის ეს კარგად. ეს გახდა უცებ სალაპარაკო თემა, იმ დროს, როცა აქ ამდენია სალაპარაკო. თუ რამე განმარტება ამაზე არის უფრო დეტალურად გასაკეთებელი, მე მგონია, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რადგან აქ, ევროპაში, ევროპის შუა გულში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, რომ ჯობს აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე. ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი, რომ იმის მაგივრად, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებში, რომელიც არის მთელი ქვეყნის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ 2 დღე თბილისში და იქ მიიღონ ამაზე პასუხები“- განაცხადა პრეზიდენტმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია