სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოვუწოდებთ მხარეებს, თავიდან აირიდონ ესკალაცია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 აგვისტო 2019
„ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და იმუშაონ ევროპული სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მეშვეობით, ვითარების გასანეიტრალებლად. აგრეთვე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული არხი, ადმინისტრაციულ ხაზთან ვითარების შემდგომი ესკალაციის ასარიდებლად”, – წერია განცხადებაში.დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ამტკიცებენ, რომ ქართველი პოლიციელები სოფელ წნელისში არიან განლაგებულნი. ქართული მხარის განცხადებით კი, პოლიციის პოსტი სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.სოფელი წნელისი 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აკონტროლებს. რაც შეეხება ჩორჩანას, ესაა სოფელი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული წნელისის მოსაზღვრედ. მასზე ქართული მხარის კონტროლი ვრცელდება. ჩორჩანაში 2014 წლის აღწერით 60-მდე ადამიანი ცხოვრობს.რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაცია, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია.„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან ახლოს, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია, - ამის შესახებ ნათქვამია სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელებულია იმ ფონზე, როდესაც თბილისმა არაერთგზის თქვა უარის ცხინვალის წინადადებაზე, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მოლაპარაკებები“.სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, რომ ვეყანამ საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს. თუმცა, მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ერთიანი სტრატეგიით იმოქმედოს, გააანალიზოს რისკები და “არ გადადგას ნაბიჯები იმ პოზიციებიდან, რომლებიც წარმატებულად უკავია”.“ეს არის გარკვეულწილად ნერვების ომი, თუ ვის უმტყუნებს პირველს. თუ საქართველო ამ ომს წააგებს, ეს იქნება რუსეთის პირდაპირ მოწვევა, რომ მან განახორციელოს დამატებითი პროვოკაციები, შემოვიდეს სიღრმეში და მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს”, – აცხადებს სპეციალისტი და საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის შენარჩუნებას უსვამს ხაზს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო კამპანიას არ ელის, ვინაიდან ეს თავად მოსკოვიც ინტერესებშიც არ შედის.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია