შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეთერ გოგალაძე წნელისიდან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 სექტემბერი 2019
ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში ეთერ გოგალაძე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ის და იურა თედეევი წნელისში 45 წელია ერთად არიან. ინტერვიუ შერეულ ოჯახში ცხინვალელმა ჟურნლისტებმა ჩაწერეს. თვალცრემლიანი ქალი საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვება. ეთერ გოგალაძე წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსანიდანაა. ბროლოსანი ჩორჩანას სიახლოვეს მდებარეობს. თედეევისა და გოგალაძის ოჯახს ერთის მხრივ ქართული პოლიციის, ხოლო მეორეს მხრივ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული წარმომადგენლებს შორის უწევს ცხოვრება. ,,რატომ წამომიყვანა ბროლოსანიდან აქ? ახლა მე მასზე ვდარდობ. მე თვითონ არ მეშინია. მე ქართველი ვარ, ისინი არ შემეხებიან მე. მაგრამ იურას გამო ვდარდობ. შვილიშვილი იშვიათად ჩამოდის აქ, ეშინია. სოფელში ხალხი გაფანტულად ცხოვრობს. სულ რამდენიმე ოჯახია. კვირაში ერთხელ ერთი მანქანა ,,უაზი" დადის ცხინვალიდან. " - ამბობს ეთერ გოგალაძე ცხინვალელ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში. წნელისში დე-ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური მოაწყო. მეორე ოსური გამოცემა წერს, რომ ეთერ გოგალაძეს საკუთარი ახლობლები ამშვიდებენ: ,,ჩემი ახლობლები მამშვიდებენ, რომ ქართული პოლიცია თქვენ არაფერს დაგიშავებთ, თუმცა, მაინც გვეშინია, დაძაბული სიტუაციაა" - აცხადებს ეთერ გოგალაძე სხვა ჟურნალისტთან. ამ ოჯახს გასული საუკუნის 90-ინი წლების კონფლიქტი შეეხოთ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია