შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიქოზში მე-9 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. 6 დღის განმავლობაში ფესტივალზე წარმოდგენილია ფრანგული, ლატვიური, პოლონური, გერმანული და სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმები, ასევე მოეწყობა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრები შეხვდებიან წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასაც. საფესტივალო პროგრამა 6 სექტემბერს გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით დასრულდება. ფესტივალის გახსნას სასულიერო პირებთან ერთად კულტურის სფეროს და ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი. „მთელი ჩვენი პოლიტიკა გათვლილია იმაზე, რომ ჩართულობის, შერიგების გზით და ძალიან პრაგმატული მექანიზმებით ხელი შევუწყოთ ჩვენ თანამოქალაქეებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, გავუზიაროთ სხვადასხვა შესაძლებლობა, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია