შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ხდება საქართველოში?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი, ლევან ლორთქიფანიძე  აფასებს:

“საპარლამენტო რესპუბლიკებში ჩატარებულ არჩევნებზე ნდობას მხოლოდ მმართველ პარტიებს არ უცხადებენ. ხალხი პარტიასთან ერთად ირჩევს სიის პირველ ნომერს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

პრემიერად არჩეული სიის პირველი ნომერი არ უნდა შეიცვალოს. მისი ჩანაცვლება ლეგიტიმაციის კრიზისს იწვევს, ხალხის პოლიტიკური ნების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლება ხშირად ხდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. მთავრობის მეთაურის ცვლილება სისტემამ შეიძლება აიტანოს ახალი სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების ან ლიდერის პერსონალური კრახის პირობებში. რაც მთავარია, მთავრობის თავმჯდომარის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურადაც და არაფორმალურადაც იღებს საპარლამენტო უმრავლესობა.

რა ხდება საქართველოში?

• პრემიერ-მინისტრები არჩევნებიდან არჩევნებამდე რამდენჯერმე იცვლებიან ხოლმე.

• პრემიერ-მინისტრის ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი - ბიძინა.

• პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლების თაობაზე ინფორმაცია ორი დღით ადრეც კი არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის უთავმოყვარეო, ქვეშევრდომის ფსიქოლოგიის, თავდახრილ და ნაცარში ამოგანგლულ წევრებს. ყველაზე გვიან ცნობებს იღებენ დეპუტატები, რომლებიც წესით ყველაფერს თავად უნდა წყვეტდნენ.

• ბიძინა ივანიშვილი არ არის სანდო ადამიანი, განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკის წარმართვისას. მარგველაშვილს ერთ დღეს სოკრატედ აცხადებდა, მეორე დღეს იდიოტად. კვირიკაშვილი ერთ დღეს გენიოსი იყო, მეორე დღეს დებილი და ა.შ. მას არ შეუძლია პროფესიონალების შერჩევა. ის ეძებს მონებს!

• ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ნაცვლად ვცხოვრობთ ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზოში. პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში მისი მოურავის ან კასკადიორის ფუნქციის შემსრულებელს ჰგავს და სხვას არაფერს!

მეცოდება ჩემი ქვეყანა!“ – ამბობს ლორთქიფანიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია