გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთის საქართველოს ხელისუფლებას დათმობებზე ტესტავს- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

„შენს ტერიტორიაზე ბლოკების დადგმა ბევრი ვერაფერი შედეგია. თანაც ამას გამარჯვებად რომ აცხადებ... სერიოზულ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება ჩიხშია შესული. რუსეთი კი ტესტავს სანამდე არის დამთბობი საქართველოს ხელისუფლება“, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ვისაც „რეზონანსი“ მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

 ბევრი ვერაფერი შედეგია შენს ტერიტორიაზე ბლოკპოტსების დადგმა. თანაც ამას გამარჯვებად რომ აცხადებ... სერიოზულ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება ჩიხშია შესული. 

პოლიტიკური პროცესი ჩიხში თვითონ ხელისუფლებამ შეიყვანა - რომ რუსეთთან დათმობა უფრო მოქმედებს და დათმობით რუსეთი გაკეთილშობილდება. იმპერია კი ამას ასე უყურებს - თუ კომპრომისზე მიდიხარ უფრო მეტს გაწვება. რუსეთი ტესტავს ჩვენს ხელისუფლებას, სადამდე არის დამთმობი. ხელისუფლება არა მხოლოდ უნდა გააქტიურდეს, არამედ ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე უფრო უნდა აწიოს, რათა მცოცავი ტერიტორიების პროცესი არ გაგრძელდეს.

მინდა გავიხსენო როგორ უტევდა „ოცნება“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით და მინდა შევახსენო ისიც, რომ ასეთი სკანდალი მარგვლაშვილის შეწყალებებთან არასდროს ყოფილა. ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით „ჩემიანი“ და „სხვისი“. „ჩემიანს“ ყველაფერი ეპატიება, თავის თვალში მორებს ვერ ხედავს. რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ზურაბიშივლი და როგორ ახსნის თავის ამ გადაწვეტილებას?! ეს ქალი დიდი გაუგებრობაა ქართულ სინამდვილეში და მოგვიწევს რაღაც პერიოდის ამის ატანა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია